LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიგრძენი, რომ ცუდად ვარ, მაკანკალებს, ლამის ჩავიკეცე – რა გადახდა ვიკა ბუკიას „პლეხანოვზე“

415
VIKA

ჟურნალისტი ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში „პლეხანოვზე“ გადახდენილ ამბავს იხსენებს.

მისი თქმით, უცნობმა მამაკაცმა უთხრა, რომ მისი ძმა იყო .

„გუშინ პლეხანოვზე რაღაც შეხვედრაზე ვიყავი. და რაღაც მომენტში ვიგრძენი, რომ ვარ ცუდად. მაკანკალებს და ფეხზე მყარად ვერ ვდგავარ. მოვუბოდიშე ხალხს და ჩავხტი მანქანაში, ჩავრთე გათბობა, დავრეკე სამსახურში. ჩავიკეცო ლამის, აშკარად სიცხე მიწევს და ამ დროს ფანჯარაზე კაკუნია. დგას კაცი. ხელით მანიშნებს ერთი წამით ჩამოწიეო. ვიფიქრე არ მგლიჯოს. მე საერთოდ არ მქონდა ძალა არც ამ კაცთან საუბრის და იმდენად ცუდად ვიყავი, ინტერესიც არ მქონდა, გამეგო რა უნდა.

ჩამოწიე, ჩამოწიე, მაგარი რაღაც უნდა გითხრაო.

ჩავწიე და მეუბნება გამარჯვებული სახით:

გამარჯობა, მე შენი ძმა ვარო.

მე თქი ჰა?
თან მეცინება. თან მეზარება. თან ვფიქრობ, იქნებ ჩემი ტემპერატურის ჰალუცინაციაა?
კი, კი, შენი ძმა ვარ მეო.

მამაჩემის ხელა ხართ და უფრო მამაჩემი იქნებით კარგად გაარკვიეთ- მეთქი. აღელდა. პატრულს გამოვიძახებ ახლაო. მე თქვენი ძმა ვარ და პატრული გააკრვევს ამასო ?
ბოლოს მთხოვა ცოტა ხურდები მომე, ქონების გაყოფას ხომ არ გთხოვო. მივეცი,  რაც მქონდა და წავიდა ჩემი ძმა“. – წერს ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g