LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვიგრძენით, როგორ ზანზარებდა მიწა, ნანგრევები ჩვენს თავზე ცვიოდა.. ჩვენ გავიარეთ, განცდა, რომელიც არავინ არ უნდა განიცადოს“ – ამბავი სირიაში გადარჩენილ და-ძმაზე, რომელთა ფოტომაც მსოფლიო შეძრა

275
მარიამი და ილააფი

CNN ჩრდილოეთ სირიაში, საკუთარი სახლის ნანგრევებში ნაპოვნ და-ძმაზე, რომელთაც ბეტონის ქვეშ 36 საათზე მეტი გაატარეს, სიუჟეტს აქვეყნებს და მაყურებელს გადარჩენილი ოჯახის თვალით დანახულ შემზარავ ტრაგედიას უზიარებს. 

„გამიყვანე აქედან, მე ყველაფერს გავაკეთებ შენთვის“, – ეჩურჩულებოდა 10 წლის სირიელი გოგონა მაშველებს, რომლებიც ვიდეოკადრებში ხედავდნენ, როგორ მოჰყვნენ პატარები სახლის ნანგრევებში, პატარა სოფელ ჰარამში, სირიაში.

„მე ვიქნები შენი მსახური“, – ამბობს გოგონა, როდესაც მაშველი პასუხობს: „არა, არა.“

გოგონას მარიამი ჰქვია და გავრცელებულ ფოტოზე უმცროსი ძმას ხელს ნაზად უსვამდა თავზე, როცა ისინი ერთად მოჰყვნენ ნანგრევებში, რომელიც შესაძლოა მათი საწოლის ნარჩენებია.

ვიდეო კადრებში ჩანს, რომ გოგონას შეუძლია ხელი ასწიოს იმდენად, რომ ძმის სახე დაფაროს, რაც მათ ნამსხვრევებისა და მტვრისგან იცავს. უმცროსი ბავშვის სახელი კი ილააფია, მათი მამის თქმით, ეს ისლამური სახელია, რომელიც ნიშნავს დაცვას.

მუსტაფა ზუჰირ ალ-სეიდი ამბობს, რომ მას, მის მეუღლესა და სამ შვილს ეძინათ, როდესაც დედამიწა 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრით შეირყა, რაც რეგიონში საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე მძლავრი იყო.

„ვიგრძენით, როგორ ზანზარებდა მიწა, ნანგრევები ჩვენს თავზე ცვიოდა… ორი დღე დავრჩით ნანგრევების ქვეშ. ჩვენ გავიარეთ, განცდა, რომელიც არავინ არ უნდა განიცადოს“, – თქვა გადარჩენილების მამამ.

ნანგრევების ქვეშ მოქცეულმა ალ-საიდმა აღნიშნა, რომ მისი ოჯახი კითხულობდა ყურანს და ხმამაღლა ლოცულობდა, რომ ვინმეს ისინი ეპოვა.

„ხალხმა გაიგო ჩვენი ხმა და გადაგვარჩინეს – მე, ჩემი ცოლი და ბავშვები. მადლობა ღმერთს, ჩვენ ყველანი ცოცხლები ვართ და მადლობას ვუხდით მათ, ვინც გადაგვარჩინა“, – აღნიშნა მან.

ვიდეომასალაში ასევე ნაჩვენებია, როგორ გულშემატკივრობდნენ ადგილობრივები ოჯახს, როდესაც მარიამი და ილააფი ნანგრევებიდან საბნებში გახვეული ამოჰყავდათ. ბავშვები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

როგორც CNN იუწყება, ყოველ საათში, ცივი ტემპერატურის გამო, სხვა ოჯახების პოვნის იმედი ქრება, რამაც ვითარება კიდევ უფრო გაართულა.

ალ-საიდების სახლი ჩრდილოეთ სირიაში, იდლიბის პროვინციაში, მეამბოხეების მიერ კონტროლირებად ზონაში  მდებარეობს. საერთაშორისო მედიის ცნობით, ამ ტერიტორიაზე, სულ მცირე 1730 ადამიანი დაიღუპა.

სირიის სამოქალაქო თავდაცვის, ჰუმანიტარული დახმარების ჯგუფის თანახმად, რომელიც უფრო ხშირად ცნობილია როგორც „თეთრი ჩაფხუტები“, ნანგრევების ქვეშ ასობით ოჯახის ყოფნის გამო, მოსალოდნელია, რომ დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება.“

დახმარება ნელ-ნელა აღწევს დაზარალებულებამდე, თუმცა ჯერ კიდევ მიწისძვრამდე, გაერომ განაცხადა, რომ სირიის მოსახლეობის 70%-ს ჰუმანიტარული დახმარება სჭირდებოდა.

გაერო და ჰუმანიტარული პარტნიორები აცხადებენ, რომ ისინი ამჟამად ფოკუსირებულნი არიან უშუალო საჭიროებებზე, მათ შორის საკვებზე, თავშესაფარზე, არასასურსათო ნივთებსა და მედიკამენტებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g