LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიხილავთ თუ არა ვარლამ გოლეთიანს პოლიტიკაში: “ფართომასშტაბიანი აქციები რომ არა, ყურადღებას არავინ გვაქცევს…”

181
goletiani

„რიონის ხეობის მცველი” ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ პოლიტიკაში მოსვლა მისი თვითმიზანი არ ყოფილა და არც იქნება.

“აქ დადგომის დღიდან დღემდე, ამის არც სურვილი მქონია, არც მაქვს და ვფიქრობ, არც მექნება.  ახლა სხვანაირად დავფიქრდი მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ეს არის ჩვენი ძლიერი მხარე. ჩვენ არ გვაქვს არანაირი პოლიტიკური მიზანი და ამ სივრცეში შესვლას არ ვაპირებთ.

მოვუწოდებ ხელისუფლებას, ნუ მივყვართ ამ ფართომასშტაბიანი გზით. ჩვენ ვუხსნით ადამიანებს, რომ როგორც სამოქალაქო საზოგადოებას უნდა შეგვეძლოს გაერთიანება და რაღაც საკითხების სწორად დაყენება. ფართომასშტაბიანი აქციები რომ არა, ყურადღებას არავინ გვაქცევს. აქ რომ გავწვეთ ათი კაცი და მთელი ცხოვრება აქ ვიყოთ, თუ ამ პროტესტის ფარგლებში ხალხის მხარდაჭერა არ გვექნება, ჩვენ არასდროს არ მოგვაქცევს ყურადღებას მთავრობას. ამ ხელისუფლებას ეს ნიშა კარგად აქვს მორგებული. წინა მთავრობა პირდაპირ გაანეიტრალებდა ხოლმე, ამათ ხანგრძლივი იგნორის თემა აქვთ”.- განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა “პალიტრანიუსის” ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g