LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ აფინანსებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას? (ინფოგრაფიკა)

365
health-coronavirususa

უკვე ყველამ გავიგეთ, რომ აშშ-მ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას დახმარება შეუწყვიტა. არადა სწორედ ამერიკელები არიან ორგანიზაციის ძირითადი დამფინანსებლები. მიმდინარე 2020 წლის სამ თვეში მათ ჯანმოს 115 მილიონი დოლარი გადაუხადეს, რაც ამავე პერიოდში ჩინელების მიერ გადახდილ თანხაზე ორჯერ მეტია.

შედარებისთვის, რუსეთმა 2020 წლის 31 მარტამდე ორგანიზაციას 5.75 მილიონი დოლარი გადაურიცხა.

ორი აზრი არ არსებობს, ვიღაცებს ქამრის შემოჭერა მოუწევთ, თუ ამერიკის მაგალითს სხვა ქვეყნებიც გაიზიარებენ. ხოლო ქვეყნები, რომელიც აშშ-სგან მაგალითს იღებენ ხოლმე, ძალიან ბევრია.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის უდიდეს დამფინანსებელთა სია ასე გამოიყურება.

Финансирование ВОЗ странами мира, statista.com

 

არ შეიძლება ითქვას, რომ მედიცინების საერთაშორისო ჩინოვნიკების გამო გული გვწყდება, მით უფრო, რომ კორონავირუსის გავრცელებაში მათ წვლილი მართლაც „მიუძღვით“. სწორედ ისინი ამბობდნენ, რომ არ იყო აუცილებელი ფრენების შეწყვეტა და ამბობდნენ, რომ არც ნიღბების ტარება იყო აუცილებელი. რომ არა მათი ეს უკანასკნელი მოწოდებები, ბევრ ქვეყანაში დღეს ასე ცუდად არ იქნებოდა საქმე. მაგრამ საკითხავია,  ისინი მართლა უნდა მოვიშოროთ?

ჯანდაცვის ორგანიზაციიას დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ ახლა დაპირისპირების დრო არ არის და მთავარი მტერი კორონავირუსი უნდა დავამარცხოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g