კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 4 სატვირთო ავტომობილის მძღოლი, 6 კი ინფიცირებულთან კონტაქტია.
ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მიაწოდა.
“ეს ციფრები საგანგაშო არაა და სიტუაცია სრულიად მართვადია” – ამბობს გამყრელიძე.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვმა 1028 შეადგინა.