LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არიან ლიდერები – ნამდვილი ლიდერის 7 თვისება

802
118973655-322499768843388-1137554087979205472-n

ნებისმიერი კომპანიისათვის, რომელიც ნებისმიერ სფეროში საქმიანობს, ძლიერი ლიდერი წარმატების უცვლელი წინაპირობაა. კარგი ლიდერის გარეშე წარმატებას ვერცერთი გუნდი ვერ მიაღწევს, თუმცა ნამდვილი ლიდერების პოვნა ადვილი სულაც არ არის. ვინ არიან ლიდერული თვისებებით დაჯილდოებული ადამიანები და როგორ ვიპოვოთ ისინი?

ექსპერტების აზრით არსებობს გარკვეული თვისებები, რომლებიც ლიდერებს სხვებისგან გამოარჩევს.

1. ისინი კარგად იცნობენ საკუთარ თავს

ნამდვილმა ლიდერებმა ზუსტად იციან საკუთარი ძლიერი მხარეები და ისიც, რაზე მუშაობა სჭირდებათ სამომავლოდ. მათ შეუძლიათ საკუთარი ეგოს მიღმა გახედვა და არასდროს თაკილობენ რამის სწავლას, თუ ეს მათ თავიანთ საქმიანობაში გამოადგებათ.

2. მათ ემოციური ინტელექტი მაღალ დონეზე აქვთ

ნამდვილ ლიდერებს აუცილებლად გააჩნიათ თანაგრძნობის და სხვისი გაგების უნარი, ამიტომ ხელქვეითების მოტივირებას ცდილობენ და არა მათ დასჯას შეცდომებისთვის. ლიდერებს შეუძლიათ საკუთარი ემოციების კონტროლიც, ისინი თავისი გუნდის წევრებზე ზრუნავენ.

3. ისინი ფართო სურათს ხედავენ

ნამდვილი ლიდერები ფართო მსოფლმხედველობით გამოირჩევიან, ისინი სრულ სურათს ხედავენ და არა მხოლოდ მის ნაწილს, ამიტომაც შეუცვლელები არიან პრობლემატური სიტუაციების დროს.

4. ლიდერები მოტივატორები არიან, მათ უყვართ საკუთარი საქმე

როგორც წესი, ისინი სხვებისთვის მისაბაძი მაგალითები არიან, ოღონდ ეს ბუნებრივად, დაუგეგმავად ხდება. ნამდვილი ლიდერი ყოველთვის ცდილობს გუნდის წევრებს მოტივაცია მისცეს, შრომას კი სათანადოდ უფასებს. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც გუნდის სხვა წევრებს კარგი ლიდერის მიბაძვის სურვილი უჩნდებათ ისაა, რომ მას ნამდვილად უყვარს საკუთარი საქმე.

5. ისინი სტრატეგიული დაგეგმარების უნარით არიან დაჯილდოებულნი

შეცდომებისთვის თავის არიდებას კარგი ლიდერები სწორედ ამის წყალობით ახერხებენ. მატ ყოველთვის ზუსტად აქვთ დაგეგმილი ესა თუ ის პროექტი, გარდა ამისა აქვთ ატერნატიული გეგმებიც. შესაბამისად, კარგი ლიდერი გამოსავალს ყოველთვის პოულობს.

6. კრეატიულობა მათი ერთ-ერთი ძირითადი თვისებაა

კარგი ლიდერები გამოსავალს გამოუვალი სიტუაციებიდანაც კი პოულობენ და ამას სწორედ კრეატიულობის წყალობით ახერხებენ. მათი გონება სხვანაირად მუშაობს და შესაძლოა გამოსავლად სწორედ გადასაჭრელი პრობლემა აქციონ.

7. ისინი კომუნიკაბელურები არიან

ეს ბუნებრივია, ადამიანებთან კონტაქტი ლიდერების ძლიერი მხარეა. მათ შეუძლიათ გაიგონ, რა სურთ სხვებს, შემდეგ კი შესაბამისად იმოქმედონ. ისინი ძალიან კარგი მსმენელები არიან და დროის გამონახვას ყოველთვის ახერხებენ მაშინაც კი, როცა ძალიან დაკავებულები არიან.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g