LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არის Anman, რომლის პერფორმანსმა ლონდონი ალბერტ ჰოლის მაყურებელი მოხიბლა?

488
0f173835-bb8a-4bbd-b5d9-0e0fc937cfb9

Iveria Beach -ზე ბათუმში Live კონცერტების სერია გრძელდება. 30 აგვისტოს, კონცეპტArt წარმოგიდგენთ ახალი თაობის გამორჩეულ არტისტებს Anman/ანამარია ბურდულს და Temuriko.

პროექტის პროდიუსერი, თეო ჯორბენაძე:

მიხარია, რომ წელს სწორედ Iveria Beach იქნება კონცეპტArt-ის მასპინძელი, რადგან ეს სივრცე ინარჩუნებს ღირებულებებს და live კონცერტებს ყოველთვის ხარისხიან შემსრულებლებთან ერთად აორგანიზებენ, ანუ გადაწყვეტილებებს არ იღებენ მხოლოდ კომერციული ხედვით და ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია. 30 აგვისტოს ახალი თაობის გამორჩეული არტისტებს წარმოგიდგენთ.

თემურიკო დიასამიძე უკვე ყველამ იცის, მასთან ერთად მრავალი სხვადასხვა მიმართულების პროექტი შევთავაზეთ ჩვენს მაყურებელს. რაც შეეხება ანამარიას, მისი მოწვევა დიდი ხანია მინდა, ძალიან საინტერესოა მისი პერფორმანსები, რადგან გართობასთან ერთად აქვს სათქმელი, მგონია რომ ჩვენს დროს ასახავს. 7 წლის იყო როცა ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად და ამიტომ ეს კულტურათა დიალოგი მასში ორგანულად თანაარსებობს. ძალიან საინტერესოდ იყენებს ქართულ მრავალხმოვანებას, მომწონს მისი სასცენო კოსტიუმები, რომელსაც თავადვე ქმნის და იგონებს. ორ ენაზე ხომ რეპავს და უცებ ამ თაობამ თითქოს საერთოდ რომ არ უნდა იცოდეს, ისეთ ფრაზას მოისმენ მისგან, მაგალითად „წავიდა რიჟა ბაზარი“ შეიძლება გარეპოს რამე რომანტიკულ ინგლისურ ფრაზასთან ერთად.

ანამარიას ბევრი არტისტისთვის საოცნებო ლონდონის როიალ ალბერტ ჰოლის სცენაზე ჰქონდა გამოსვლა, ეს დარბაზი ყველა დიდი მუსიკოსების ბიოგრაფიაშიც ოქროს ასოებით წერია. ვისაც უყვარს სიახლე და თან კარგი გართობა 30 აგვისტოს ველით.

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g