LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არის ჟურნალისტი ვინც რუსულ “პირველ არხზე” უკრაინის მხარდამჭერი ბანერით გამოჩნდა

741
BeFunky-collage-4

რუსული ტელეკომპანია “პირველი არხის” ეთერში, საინფორმაციო გამოშვება “ვრემიას” დროს, პირდაპირ ეთერში ჟურნალისტი უკრაინის მხარდამჭერი ბანერით გამოჩნდა.

ჟურნალისტი მარინა ოვსიანნიკოვა რუსული “პირველი არხის” ჟურნალისტია.

“რაც ახლა უკრაინაში ხდება, ეს დანაშაულია, ეს ყველაფერი ერთი ადამიანის სინდისზეა და ეს ადამიანი ვლადიმირ პუტინია” – აცხადებს ჟურნალისტი.

“სამწუხაროდ ბოლო წლები ვმუშაობდი კრემლის პროპაგანდულ ტელევიზიაში, “პირველ არხზე” მრცხვენია რომ ვუწყობდი ზომბირებას ხელს და ვავრცელებდი ტყუილს. ახლა მთელმა მსოფლიომ ზურგი შეგვაქცია. არ გვაპატიებს მომდევნო თაობა ამ მუხანათურ და მოღალატეობრივ ქმედებას” – ახადებს მარინა ოვსიანნიკოვა ვიდეო მიმართვაში

უცნობია რა ელის მარინა ოვსიანნიკოვას, თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარეობს მოკვლევა და ჟურნალისტი უკვე დაკავებულია.

როგორც ირკვევა ოვსიანნიკოვა უკვე მოინახულა მისმა ადვოკატმა. წინასწარი ინფორმაციით, ჟურნალისტს ადმინისტრაციული წესის დარღვევის ბრალდება ელის

magti 5g