LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი 25-ე პაციენტი

320
BeFunky-collage

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში, ახალი კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილი 25-ე პაციენტი 76 წლის ბათუმელია, რომელიც „მედ ემერჯენსში“ 22 სექტემბერს შეიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 25-ე პაციენტი გარდაიცვალა

უწყების ცნობით, მას მძიმე თანხმლები დაავადებები ჰქონდა და გადარჩენა ვერ მოხერხდა. მათივე განმარტებით, პაციენტს კორონავირუსი გარდაცვალებამდე აღებული ტესტით დაუდგინდა.

„პაციენტი – 76 წლის, ქ. ბათუმის კლინიკა „მედ ემერჯენსში“ (ამჟამინდელი ცხელების ცენტრი) შეყვანილი იქნა 22 სექტემბერს 0:52 საათზე სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ, დიაგნოზით – სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ცხელება. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ჰქონდა რთული ანამნეზი: გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია ESU/ESC 3, ექსტრასისტოლური არითმია, გულის უკმარისობა. კლინიკაში მაშინვე გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვალებამდე აღებული იქნა ტესტი კორონავირუსზე, პაციენტს დაუდასტურდა „კოვიდ-19“, – ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში, რომელიც აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

რას ველოდებით საქართველოში? ორი ვირუსის ცირკულირება გვექნება: ზაზა წერეთელი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g