საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 25-ე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განთავსდა.
ამ დროისთვის უცნობია, რა ასაკისაა გარდაცვლილი პაციენტი და სად მკურნალობდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ჯამში, კორონავირუსით ინფიცირებული 25 პაციენტია გარდაცვლილი, ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა კი 4 140-ს შეადგენს.
კორონავირუსით 24-ე პაციენტი გარდაიცვალა: ვირუსით კიდევ 227 დაინფიცირდა