LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არის ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე, რომელიც მას ძალადობაში ადანაშაულებს (ფოტოები)

6153
BeFunky-collage (4)

დღეს ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. ცნობილ ჩოგბურთელს აღკვეთ ღონისძიებად გირაო შეუფარდეს. პროკურატურის ინფორმაციით, ოჯახში ძალადობაში ბრალდებულ ბასილაშვილს 100 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა. მას არასწრულწლოვანის თანდასწრებით ყოფილ ცოლზე ძალადობას ედავებიან.

პროცესის შემდეგ ჩოგბურთელის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბასილაშვილი ბრალს არ აღიარებს.

“არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია. მტკიცებულებები არ არსებობს” – ადვოკატი ბასილაშვილზე

ცნობისთვის, პროკურატურა ბასილაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. საქმის პროკურორის განცხადებით, ჩოგბურთელს გირაოს გადახდის ვადად 30 დღე დაუწესდა.

ამასთან, საგამოძიებო უწყება ადასტურებს, რომ შემაკავებელი ორდერი აქვს გამოწერილი ნიკოლოზ ბასილაშვილის მამას და მას აქვს აკრძალული მიუახლოვდეს ბასილაშვილის ყოფილ მეუღლეს.

მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი ერთმანეთს დაახლოებით ერთი წლის წინ დაშორდნენ, თუმცა ამაზე ოფიციალურად არც ერთს არ უსაუბრია.

 

 

წყვილის სოციალურ ქსელში დიდი ხანია მათი ერთობლივი ფოტოები აღარ იდება და ნეკაც საზოგადოებაში საქორწინო ბეჭდის გარეშე ჩანს.

ცნობისთვის, წყვილი ქორწინებაში 2013 წლიდან იმყოფებოდა, მათ 2015 წლის 4 მაისს ვაჟი შეეძინათ.

 

„პატარა წვლილი, ალბათ, მეც მაქვს მის წარმატებაში, ჩემი კარიერა დროებით გადავდე­ და ოჯახზე გადავერთე, დავყვებოდი ტურნირებზე. ასე რომ, მისი წარმატება ჩემი წარმატებაც არის.

სპორტსმენისთვის მთავარი ოჯახში იდილიაა, ზედმეტად არ უნდა დატვირთო ყოველდღიური პრობლემებით. ძიძა არასდროს მყოლია, დედაჩემი და ოჯახის სხვა წევრები მეხმარებიან. არც საოჯახო საქმეებში მყავს დამხმარე,საჭმელსაც მე ვაკეთებ და ბავშვსაც თავად ვუვლი. ჩვენი ოჯახის საყვარელი კერძია „ბორშჩი, ტკბილეულიდან „ცხელი ბრაუნი” გამომდის კარგად.“ – აცხადებდა ნეკა ერთ-ერთ ინტერვიუში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები