LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არის ნუცა ბუზალაძის 55 წლის ამერიკელი რჩეული და როგორ იშოვა პირველი მილიონი – „მილიონერი, რომელმაც საკუთარი თავი შექმნა…“

2531
dareni da nuca

ნუცა ბუზალაძემ ახლახან სოციალურ ქსელში თავის ამერიკელ აგენტთან, დარენ პრინცთან ერთად გადაღებული ფოტოები გადაიღო და საზოგადოებას ამცნო, რომ მასზე დაინიშნა.

ულამაზესი ბრილიანტის ბეჭედიც წარმოგვიდგინა, რომელიც მას რჩეულმა აჩუქა.

მათი ამბავი მას შემდეგ დაიწყო, რაც ნუცა „ამერიკის ვარსკვლავის“ კონკურსანტი იყო და დარენი თავისი ვოკალური მონაცემებით მოხიბლა.

ახლახან ნუცამ სიმღერა ჩაწერა სიყვარულზე და აღნიშნა, რომ მის ცხოვრებაში სწორედ ისეთი სიყვარულია, რომელზეც მღერის და რომელსაც მთელი ცხოვრება ელოდებოდა.

ნუცას რჩეულმა პირველი მილიონი იშოვა მაშინ, როდესაც 14 წლისამ ბეისბოლის ბარათების გაყიდვა დაიწყო, ეს ბიზნესი მოგვიანებით სწორედ მილიონ დოლარად გაყიდა. შემდეგ კი შოუბიზნესისა და სპორტის სფეროებით დაკავდა. როგორც აგენტი, ის მუშაობდა ისეთ წარმატებულ ადამიანებთან, როგორებიც არიან მუჰამედ ალი, მეჯიქ ჯონსონი, პამელა ანდერსონი და კარმენ ელექტრა.

ინტერნეტში ის არის მოხსენიებული, როგორც „მილიონერი, რომელმაც საკუთარი თავი თავად შექმნა“.

უკვე 24 წელია, ის ებრძვის ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებულებას და თავისი ცხოვრების მიზნად აქცია, დაეხმაროს ადამიანებს, რომლებიც დამოკიდებულები არიან.

დარენ პრინცი 1970 წლის 6 თებერვალს ნიუ ჯერსიში დაიბადა, ის 55 წლისაა. შესაბამისად, მასა და ნუცა ბუზალაძეს შორის საკმაოდ დიდი ასაკობრივი სხვაობაა, 27 წელი.

დარენ პრინცი წერს, რომ წყვილს ღმერთის სიყვარული აერთიანებს.

As the saying goes “God laughs while we make plans” So 2 1/2 years ago I met and started working with 🇬🇪 👸 Nutsa…

Posted by Darren Prince on Sunday, June 8, 2025

„ცრემლები მომდის ამის კითხვისას… მადლობა, რომ ასე გულწრფელად გიყვარვარ, მიცავ და ყოველთვის ჩემს გვერდით ხარ. უსაზღვროდ მიყვარხარ. სამუდამოდ შენი ქალბატონი პრინცი“ – ნუცა ბუზალაძე მომავალ მეუღლეს

„შენ მაიძულებ უკეთესი ადამიანი გავხდე… ჩემთვის პრივილეგიაა შენს გვერდით ყოფნა. მოუთმენლად ველი, როდის შთააგონებ ბევრ ქალს შენი განსაცვიფრებელი ნიჭით. მადლობა, რომ თქვი დიახ“ – დარენ პრინცის ემოციური მიმართვა ნუცა ბუზალაძეს

ფოტოები: „მან ჩემი გული მოიპოვა, იმ გზით, როგორითაც მხოლოდ ღვთისგან მოვლენილი სიყვარული ახერხებს… მე ვთქვი დიახ!“ – ნუზა ბუზალაძე დაინიშნა და რჩეულთან ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g