LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არის ქართველი სტუდენტი, რომელმაც პანდემიის დროს 161 საერთაშორისო სერტიფიკატი მოიპოვა

816
otari

სოციალურ ქსელში ვრცელდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაცია, რომ ქართველმა სტუდენტმა კორონაპანდემიის პერიოდში 161 საერთაშორისო სერტიფიკატი მოიპოვა. “ბიძინა ივანიშვილი და მედია” ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტუდენტის შესახებ ცნობებს სწორედ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქართველმა სტუდენტმა პანდემიის პერიოდში 161 საერთაშორისო სერტიფიკატი მოიპოვა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის მიმართულების ბაკალავრმა ოთარ მურმანიშვილმა, კოვიდპანდემიის პირობებში, ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის სასწავლო კურსი შეისწავლა და შესაბამისი 161 სერთიფიკატი მოიპოვა, – ნათქვამია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, ოთარ მურმანიშვილმა პირველი სერთიფიკატი ქსელური ინფრასტრუქტურის სფეროში მოქმედი მოწინავე კომპანია Cisco Systems Inc-გან მიიღო, რომელიც წელიწადში რამდენჯერმე იმყარებს პოზიციას მსოფლიო კომპანიათა ტოპ ასეულში.
„პანდემიის დროს, როცა ყველაფერი დაიკეტა და სასწავლო პროცესი ონლაინ ფორმატში გადავიდა, თავისუფალი დრო საკმარისზე მეტი დამრჩა. ამიტომ, გადავწყვიტე რაიმე კიდევ მესწავლა და სერტიფიკატი ამეღო. ძირითადად, რასაც ხელს ვკიდებ, იოლად გამომდის – ვსწავლობ, ვუკრავ 5 საკრავზე, ვმღერი 14 წელია, 17 წელია ვთამაშობ ჭადრაკს. ბაკალავრიატზე სწავლის მე-4 წელს სახელმწიფო სტიპენდიასაც გამოვკარი ხელი – დისტანციურმა რეჟიმმა სწავლა 1000-ჯერ გამიადვილა. ტექნიკურ უნივერსიტეტში ვსწავლობ საინჟინრო ფიზიკას, რაც ძალიან მაინტერესებს. პარალელურად, ჟურნალისტიკაშიც „წავიბაჯბაჯე“ ცოტა – ისრაელის ერთ-ერთმა კომპანიამ ინგლისურ-რუსულენოვანი სტატიების ავტორად და თარჯიმნად ამიყვანა. ბუღალტერიითაც დავინტერესდი და მაქვს გარკვეული გეგმები. პირველი კომპანია, რომელსაც დიდი წვალებით დავუკავშირდი ყველასათვის ცნობილი Cisco-ა. ზოგადად, მსგავსი კომპანიები თავდაცვის არნახული უნარით გამოირჩევიან. თავიდან ძალიან გამიჭირდა კურსების მოძებნა, ვაი-ვიშით გადავლახე HTML ლაბირინთები, და ევრიკა! – შევაღწიე ერთ-ერთ კურსზე და დავიწყე სწავლა. რამდენიმე საათში დაიბადა ჩემი პირველი სერტიფიკატი მსოფლიო ვებსივრცეში – პირველი დამოუკიდებელი მიღწევა. მომდევნო 2 დღე-ღამეში მათი რიცხვი 24-მდე გაიზარდა. ღამეს ღამეზე ვათენებდი და მიხაროდა, რომ პრინციპს მივხვდი: როგორ უნდა მემოქმედა, რომ ამეღო სერტიფიკატები. ეს არ არის დამოკიდებული გამართლებასა და ალბათობაზე. უცხო საიტები ჩემთვის უკვე აღარ წარმოადგენდა იმ ლაბირინთებს, რაც Cisco-ში დამხვდა. მარტივად „დავძვრებოდი“ საიტიდან საიტზე, ვეძებდი ჩემთვის საინტერესო უფასო კურსებს სერტიფიკატით და დისტანციური სწავლებით და როგორც ბოსტონის ფილიალზე ხუმრობენ, ისე გამქონდა და გამქონდა“, – აცხადებს ოთარ მურმანიშვილი.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g