LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოდან ვარ-მეთქი და გაუხარდა, ნამყოფი ვარო, ჩემს კურსელებს 5 წუთი ქართულ სტუმარ-მასპინძლობაზე უყვებოდა“ – The New School-ის ქართველი სტუდენტი 91 წლის ლექტორზე

312
Untitled design (4)

ქართველი სტუდენტი ქეთა ბაღაშვილი, რომელიც აშშ-ში, ნიუ-იორკში მდებარე The New School-ში სწავლობს, სოციალურ ქსელში ლექტორზე წერს.

როგორც სტუდენტი აღნიშნავს, აღმოჩნდა, რომ 91 წლის ჩარლზ ვორნერი საქართველოშია ნამყოფი და ის ქართული სტუმარ-მასპინძლობითაც მოიხიბლა:

„დავიწყეთ გაზაფხულის სემესტრი. ჩემი ლექტორი, 91 წლის ჩარლზ ვორნერი, ვეტერანი მედია სპეციალისტი, რომელმაც შექმნა მედია მენეჯმენტის პროგრამა ჩვენს უნი-ში და რომლის წიგნითაც ვისწავლით ამ სემესტრში, პენსიაზე გასვლამდე ბოლო კლასს გვიკითხავს!

საქართველოდან ვარ-მეთქი რომ ვუხსენე, გაუხარდა, ნამყოფი ვარო და მომდევნო 5 წუთი ჩემს კურსელებს ქართულ სტუმარ-მასპინძლობაზე უყვებოდა.

ძაან საინტერესო სემესტრი მელოდება“, – წერს ქეთა ბაღაშვილი სოციალურ ქსელში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები