LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არის სოფი ლორენის ქართველი სარძლო – როდის და სად გაიცნო ცნობილმა იტალიელმა ქართველი მარიამ შარმანაშვილი

3293
BeFunky-collage - 2023-01-08T233027.149

ლეგენდარულ იტალიელ მსახიობს, სოფი ლორენს ქართველი სარძლო ჰყავს.

მსახიობის შვილს, ცნობილ დირიჟორს, კარლო პონტი უმცროსს ქართველი გოგონა, მარიამ შარმანაშვილი შეუყვარდა.

ამ ამბავთან დაკავშირებით, “კურიერი პიესმა” დეტალები გაარკვია და ცნობილი გახდა, რომ ისტორია 2021 წლის 14 მარტს მარიამის ფოტოზე მიწერილი კომპლიმენტით დაიწყო.

მედიის ცნობით, კარლო პონტი უმცროსს და მარიამ შარმანაშვილს უკვე დიდი ხანია სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებთ.

როგორც ირკვევა იტალიელმა დირიჟორმა დაბადების დღე, 29 დეკემბერს საქართველოში აღნიშნა.

ამასთან, შობას საყვარელ ქალთან ერთად ნიაზ დიასამიძის კონცერტს “ლისი ივენთ ჰოლში”
ესწრებოდა.

სოფი ლორენის შვილი ახალ წელს თბილისში, დიღმის მასივში შეხვდა. როგორც “კურიერი პიესმა” გაარკვია, ცნობილ იტალიელს ქართველი მარიამ შარმანაშვილი ერთი ნახვით შეუყვარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g