LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ და რა კრიტერიუმებით შეარჩევს ყოველწლიურად ღვაწლმოსილ პედაგოგებს – განათლების მინისტრი განმარტავს

219
fot (3)

„სწავლის პროცესში განსაკუთრებული მიდგომა, სხვადასხვა მეთოდების დანერგვა, ბავშვებთან განსაკუთრებული მიდგომების გამოვლენა, მშობლებთან ურთიერთობა, სასკოლო საზოგადოებაში ურთიერთობა და სკოლის განვითარებაში შეტანილი წვლილი, ასევე, საზოგადოებაში შეტანილი მსგავსი წვლილი“, – განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ღვაწლმოსილი მასწავლებლების ჯილდოს დაწესებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა კრიტერიუმებით შეარჩევს ღვაწლმოსილ პედაგოგებს უწყება, ამილახვარმა უპასუხა, რომ შესაბამის კრიტერიუმებს მინისტრის ბრძანებით, თავად განათლების სამინისტრო განსაზღვრავს.

აღნიშნულის თაობაზე, გიორგი ამილახვარმა, გუშინ, მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და მასწავლებლის ეროვნული დღის დაწესების მნიშვნელობის დეტალებზე ისაუბრა:

მთავრობა: 27 ოქტომბერს მასწავლებლის ეროვნული დღე დაწესდა – ღვაწლმოსილ პედაგოგებს 10 000 ლარის ოდენობის ყოველწლიური პრემია გადაეცემათ

27 ოქტომბერს ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება მასწავლებლის ეროვნული დღე.

„კრიტერიუმები ზოგადი ხასიათის იქნება, ყველა მასწავლებელს, ვისაც იმ წელს წვლილი მიუძღვის და ბუნებრივია, ეს (ჯილდო) ყოველწლიური იქნება.

სწავლის პროცესში განსაკუთრებული მიდგომა, სხვადასხვა სწავლის მეთოდების დანერგვა, ბავშვებთან განსაკუთრებული მიდგომების გამოვლენა, მშობლებთან ურთიერთობა, სასკოლო საზოგადოებაში ურთიერთობა და სკოლის განვითარებაში შეტანილი წვლილი, საზოგადოებაში შეტანილი მსგავსი წვლილი.

აი, ასეთი კრიტერიუმებზე დაყრდნობით, ჩვენ ყველა სკოლის მასწავლებლების ისტორიებს შევაგროვებთ და ფართო, ინკლუზიური კომისიის შემადგენლობით, სადაც, სამინისტროს წარმომადგენლების გარდა, საზოგადოებისთვის ცნობილი, სხვადასხვა სფეროს სახეები შევლენ, ინკლუზიურად, ერთობლივად საუკეთესო ისტორიების მასწავლებლებს შევარჩევთ და შესაბამისად, დავაჯილდოებთ, რომლის პროცესსაც, ჩვენ, უკვე ხვალიდან დავიწყებთ“. – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა.

ინფორმაციისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 ოქტომბერს მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნება.

აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით ყოველწლიურად, საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ღვაწლმოსილ პედაგოგებს მასწავლებლის ეროვნული პრემია, სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით გადაეცემათ.

 

mazda magti 5g