LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ დაიკავა მონიკა ბელუჩის ადგილი ვენსან კასელის ცხოვრებაში?

259

ორი წლის წინ, მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი წყვილი – ვენსან კასელი და მონიკა ბელუჩი ერთმანეთს დაშორდა. როგორც ჩანს, ამჯერად ვენსანის გული უკვე დაკავებულია. მსახიობი იბიცაზე უცხო გოგონასთან ერთად ისვენებს.

კასელი და მისი გოგო, რომლის სახელი ამ დროისთვის უცნობია, პაპარაცების ობიექტივში მოხვდნენ. მიუხედავად იმისა, რომ წყვილი საკმაოდ თავშეკავებულად იქცევა, მათი ერთადყოფნის ეჭვი იმან აღძრა, რომ ყველა ადგილში ისინი ერთად ჩნდებიან. თუმცა ამ დროისთვის არც ვენსანისგან და არც მისი წარმომადგენლისგან კომენტარი არ გაკეთებულა.

შეგახსენებთ, რომ კასელი და მონიკა 2013 წლის აგვისტოში 14 წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდნენ ერთმანეთს. ოჯახის დანგრევის ინიციატორი მონიკა იყო, რომელმაც ინტერვიუებში არაერთხელ განაცხადა: „ვენსანმა უმთავრესი ბედნიერება – ორი გოგონა მაჩუქა, ამიტომ ის ყოველთვის მეყვარება. თუმცა, ჩვენი გზები გაიყარა, ეს ცხოვრებაა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები