ვის გაუმართლებს სიყვარულში 2022 წელს – სასიყვარულო ასტროპროგნოზი სოფია ბზეკალავასგან

11410
page

ახლოვდება ახალი, 2022 წელი და საზოგადოება ასტროლოგიური კუთხით უამრავ სიახლეს იგებს – როგორი წელი გველოდება ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებს? ვინ მოახერხებს გამდიდრებას? დასრულდება თუ არა პანდემია? თუმცა, ყველაზე აქტუალური მაინც პირადი ცხოვრებაა. ვის გაუმართლებს ამ კუთხით ლურჯი ვეფხვის წელიწადში? – აღნიშნულ საკითხზე „ფორტუნას დილაში“ ასტროლოგი, სოფია ბზეკალავა საუბრობს. 

პროგნოზი რა თქმა უნდა ინდივიდუალურია. ზოგადად, 2022 წელს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა სიყვარული და პირადი ურთიერთობები იქნება, ამიტომ თორმეტივე ნიშანს დიდი შანსი ექნება, იყოს ბედნიერი. არის რა თქმა უნდა, რამდენიმე ნიშანი, რომლისთვისაც 2022 წელის პირადი ცხოვრების კუთხით ფოიერვერკული და განსაკუთრებული იქნება, თუმცა, გააჩნია აქამდე რა დავაგროვეთ, რადგან ასტროლოგიას კარმული პრინციპი აქვს, რასაც ვთესო, იმას ვიმკით. ახლა არის გარდამტეხი პერიოდი, თუ გასაშვებია, უნდა გავუშვათ. მე ბევრჯერ ვიხუმრე კიდეც, რომ 31 დეკემბერს ბევრი წყვილი ჩამოყალიბდება, უნდა იყვნენ თუ არა ერთად. ასევე შანსები არსებობს იმისა, რომ თქვენ ცხოვრებაში დაბრუნდნენ ძველი პარტნიორები წარსულიდან. იცოდეთ, რასაც ახლა დაიწყებთ, დიდხანს გაგრძელდება, რასაც დაასრულებთ, სამუდამოდ დასრულდება. ასევე 2022 წელს ყველაზე ტრენდული იქნება ერთგულება.

გამორჩეული იქნება ეს წელი ვერძებისთვის, ასევე თევზებისთვის და ეს პერიოდი უკვე 31 დეკემბრიდან დაიწყება და მაისი ჩათვლით იქნება საოცრად წარმატებული. სასიყვარულო კავშირებში იღბალი ელით მორიელებსა და კირჩხიბებს, ასევე ლომებს და მშვილდოსნებს. გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა მოუწევთ სასწორებს, იმისათვის, რომ პირად ცხოვრებაში კარგი შედეგები მიიღოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

მსგავსი თემები