LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ გადაწყვიტა, რომ ახალი სპორტის სასახლე მაინც და მაინც იმ ადგილას უნდა აშენებულიყო – „ევრობასკეტის“ მატჩები ქუჩის მარცხენა მხარეს რომ მიმდინარეობდა, მარჯვენა მხარეს მიცვალებულებს კრძალავდნენ: ალეკო ელისაშვილი

53
ალეკო-ელისაშვილი

პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში  საქართველოს კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში უკვე განხორციელებულ და სამომავლო პროექტებზე საუბრობს, პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა კითხვით მიმართა.

ყინულის მოედანი დიღომში და სპორტის ახალი უნივერსიტეტი 2025 წლისთვის – რა ახალ პროექტებს აანოსნებს კულტურის მინისტრი

“ხომ არ იცით ვინ არის ის ადამიანი, ვინც გადაწყვიტა, რომ ახალი სპორტის სასახლე მაინც და მაინც იმ ადგილას უნდა აშენებულიყო – „ევრობასკეტის“ მატჩები ქუჩის მარცხენა მხარეს რომ მიმდინარეობდა, მარჯვენა მხარეს მიცვალებულებს კრძალავდნენ და სამგლოვიარო პროცესიები დადიოდა”, – აღნიშნა ელისაშვილმა.

მისივე შეფასებით, ურბანული თვალსაზრისით ეს აბსოლუტური „ოროსნობა იყო“.

ყინულის მოედანი დიღომში და სპორტის ახალი უნივერსიტეტი 2025 წლისთვის - რა ახალ პროექტებს აანოსნებს კულტურის მინისტრი

„ვადასტურებ, რომ კულტურის სამინისტროს ბიუჯეტი არ არის დიდი, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ ის იმდენად მწირი ყოფილა, რომ არ შეიძლება ბევრი აკეთო“ - განაცხადა მინისტრმა ანგარიშის წარდგენისას.

„96 მილიონი თქვით, რომ ახალი სპორტის სასახლე აშენდაო – მეც და, ალბათ, მთელ საქართველოს გვაქვს ასეთი კითხვა, ხომ არ იცით, ვინ არის ის ადამიანი, ვინც გადაწყვიტა, რომ ის სპორტის სასახლე მაინც და მაინც იმ ადგილას უნდა აშენებულიყო. ვინ არის ის უგუნური ადამიანი, ჩემი აზრით, იმიტომ, რომ 360 გრადუსით არის სასაფლაოების გარემოცვაში სპორტის სასახლე. „ევრობასკეტის“ მატჩები ქუჩის მარცხენა მხარეს რომ მიმდინარეობდა, მარჯვენა მხარეს მიცვალებულებს კრძალავდნენ და სამგლოვიარო პროცესიები დადიოდა. იმას რომ თავი დავანებოთ, რომ ეს იყო აბსოლუტური ოროსნობა ურბანული თვალსაზრისით – ერთი ვიწრო სატრანსპორტო არტერია აკავშირებს ამ სპორტის სასახლეს ქალაქთან, ეს არის უნივერსიტეტის ქუჩა, რომელიც, რა თქმა უნდა, გადაიტვირთებოდა, როგორც კი იქ მატჩი იქნებოდა და გადაიტვირთა კიდეც. ჯოჯოხეთი იყო მატჩზე მისვლა, იმას რომ თავი დავანებოთ, რომ ვენტილაციის სისტემა არ არსებობდა, ზედა იარუსებზე კინაღამ დაიხრჩო ხალხი უჰაერობით“,- განაცხადა ელისაშვილმა.

წულუკიანი: ძეგლთა დაცვის სისტემაში სერიოზული რეფორმა განხორციელდა, ამას ზოგი რეპრესიებს უწოდებს, ორივე „რ“-ზე იწყება და არა უშავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g