LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ იქნება “ქართული ოცნების” ახალი თავმჯდომარე და რა სახის ცვლილებებს უნდა ველოდოთ პარტიაში: კახა კუჭავა ამბობს, რომ ინფორმაცია მალე გავრცელდება

144
FORTUNA.GE-

“უახლოეს დღეებში დაგეგმილია პარტიის მხრიდან ინფორმაციის გავრცელება, თუ ვინ იქნება “ქართული ოცნების” ახალი თავმჯდომარე ან რა სახის სხვა ცვლილებები იქნება პარტიის შიგნით.” – პარლამენტის ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც გამარჯვებული პარტიის თავმჯდომარე თანამდებობას ამაყად ტოვებს:

“ძალიან ბევრი შემთხვევა ყოფილა, როდესაც თავმჯდომარეები ტოვებენ პარტიას და ეს ხდება მაშინ, როდესაც პარტია აგებს. დღეს, ბიძინა ივანიშვილმა დატოვა პარტია, რომელმაც გაიმარჯვა და პარტია, რომელიც არის ძალიან გაძლიერებული. გამარჯვებული პარტიის თავმჯდომარე ტოვებს თანამდებობას, რაც კიდევ უფრო მაღალი სტანდარტია ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარების კუთხით. ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ეს არის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც გამარჯვებული პარტიის თავმჯდომარე ძალიან ამაყად ტოვებს თანამდებობას.” – თქვა კუჭავამ.

მისივე განცხადებით, ივანიშვილის გადაწყვეტილებას ყველა ელოდა, რადგან მას ამის შესახებ უკვე ნათქვამი ჰქონდა:

“შესაძლოა, ვინმემ არ იცოდა გარკვეული მიზეზების გამო, მაგრამ მე პირადად ეს გადაწყვეტილება გაცილებით ადრე ვიცოდი. ის არასდროს იყო მოსული იმისთვის, რომ ძალაუფლება მოეხვეჭა და შეენარჩუნებინა. სამწუხარო პრაქტიკა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობდა, მას უნდოდა ერთხელ და სამუდამოდ დაენგრია. ეს ძალიან კარგი მაგალითია.” – განაცხადა კახა კუჭავამ.

 

გავრცელებული ინფორმაციით “ქართული ოცნების” თავმჯდომარის თანამდებობას ირაკლი კობახიძე დაიკავებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g