LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ იყო პირი, რომელმაც პარიზის ცენტრში წუხელ ცეცხლი გახსნა

72

პარიზში მომხდარი თავდასხმა, რომლის დროსაც ერთი პოლიციელი გარდაიცვალა, ორი კი დაიჭრა, საკუთარ თავზე „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. თავდამსხმელი მოკლულია. ექსტრემისტული დაჯგუფების ინფორმაციით, ის მათი „მებრძოლი“ იყო.

პირი, რომელმაც პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა, „ბიბისის’ ინფორმაციით, მანამდე სპეცსამსახურების ყურადღების ცენტრში მოექცა როგორც პოტენციური რადიკალი ისლამისტი.

პარიზის პროკურორმა ფრანსუა მოლენმა განაცხადა, რომ თავდამსხმელის ვინაობა დადგენილია, თუმცა მის სახელს არ დაასახელებენ, ვიდრე არ გაირკვევა, ჰყავდა თუ არა თანამზრახველები. თავდამსხმელის სახლში გვიან ღამით ჩხრეკა ჩატარდა იმის გასარკვევად, ვინმემ იცოდა თუ არა მისი გეგმების შესახებ.

განცხადებაში, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ სახელით გავრცელდა, ნათქვამია, რომ თავდასხმა ელისეის მინდვრებზე „აბუ იუსუფ ბელგიელმა“ განახორციელა.

ფრანგული ტელეარხის BFMTV ცნობით, თავდამსხმელი საფრანგეთის 39 წლის მოქალაქეა, რომელიც ცნობილი იყო ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის და პოლიციელების მოკვლის შესახებ მესინჯერში Telegram წერდა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ ელისეის მინდვრებზე თავდასხმას ტერორისტული ხასიათი აქვს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g