LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზში მსოფლიოში ყველაზე დიდი ყინულის მოედანი გაიხსნა

458

მსოფლიოში ყველაზე დიდი ყინულის მოედანი პარიზში გაიხსნა. გიგანტური სასრიალო მოედანი ელისეის მინდვრების სიახლოვეს “გრანდ პალასის” სასახლეში განთავსდა. სასახლე საშობაო სამზადისში წელს უკვე მესამედ ჩაერთო და განსხვავებით წინა წლებისგან უზარმაზარი – 2700 კვ/მ ფართობის საციგურაო მოედანი გახსნა. დარბაზის დასამზადებლად ერთი კვირა და უამრავი ადამიანის ძალისხმევა გახდა საჭირო.

აღსანიშნავია, რომ ყინულის ქვეშ მოთავსებულია სპეციალური მილები, რომელშიც გლიკოლი მოძრაობს და ზედაპირზე წყლის გაყინვას უზრუნველყოფს. საღამოს 9 საათიდან კი მოედანი საცეკვაო სივრცედ გადაიქცევა, სადაც სტუმრების განწყობაზე სინათლის შოუ და დიჯეები ზრუნავენ.


 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები