LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში დამონტაჟებულ „ყინულის მოედანზე“ ბავშვებს სრიალი უჭირთ…

1377
ice-newsw343435

სოციალურ ქსელში „ფეისბუქ“-მომხმარებელმა პაპუნა მაღალაშვილმა გააზიარა ვიდეო, სადაც ასახულია თბილისში დამონტაჟებული „ყინულის“ მოედანი, რომელიც პლასტმასისაა. აღსანიშნავია, რომ ნამდვილი ყინულის მოედანი საკმაოდ ძვირი ჯდება, შესაბამისად, მიღებული პრაქტიკის თანახმად, პლასტმასისგან გაკეთებულს ამონტაჟებენ, თუმცა, როგორც ჩანს, ბავშვები ამით სიამოვნებას ვერ იღებენ.

ვიდეოს ავტორი წერს:

„ეს რა არის? ???კალაძემ ყველა ბავშვი დატროლა, ??ყინულის მოედანი არის პლასტმასის – ყინულის და სიცივის გარეშე, წარმოიდგინეთ სახლში ლამინატზე წინდებით უფრო ისრიალებ ვიდრე აქ“.

ვიდეოს შემდეგი კომენტარები მოჰყვა:

„შარშანაც ეგრე იყო…“

„რაც მთავარია, დაზღვეული ხარ, არ წაიქცევა…“

„სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს…“

 

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში სულ უფრო მეტად იყენებენ ხელოვნურ ყინულს (იგივე სინთეტიკური ყინული, მშრალი ყინული), რომელსაც ორ კატეგორიად ყოფენ. ერთ-ერთი განკუთვნილია სწორედ ციგურებით სრიალისთვის და ჰოკეისა და კერლინგის სათამაშოდ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები