LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაკურიანში ყინულის მრავალფუნქციური მოედანი მოეწყობა

199

ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში ყინულის მრავალფუნქციური მოედნის მოწყობა იგეგმება. ამ მიზნით საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, მოედნის წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და კონცეპტუალური პროექტის მოსამზადებლად, ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა.

პროექტით გათვალისწინებული უნდა იყოს  2300 სკამზე გათვლილი ჰოკეის არენის მოწყობა, საციგურაო მოედნით, რომელსაც ექნება შესაძლებლობა  სპორტისა, თუ კულტურული ღონისძიებების მიხედვით ტრანსფორმირდეს.

ამასთან, მოედანი ასევე აღჭურვილი უნდა იყოს 8 ინდივიდუალური და 2 ჯგუფური გასახდელით, 80 კაცზე გათვლილი რესტორნით, 300 მანქანაზე გათვლილი პარკინგით, შოპინგ ცენტრითა და სხვა შესაძლებლობებით.

ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობის მიღება კომპანიებს მიმდინარე წლის 11 სექტემბრამდე შეუძლიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები