LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ შეცვლის ანა ვინტურს – Vogue-ის მთავარი რედაქტორის პოზიციაზე მთავარი კანდიდატის ვინაობა ცნობილია

191
page

მოდის ინდუსტრია დიდი ინტერესით აკვირდება, თუ ვინ დაიკავებს ამერიკული Vogue-ის მთავარი რედაქტორის სავარძელს ლეგენდარული ანა ვინტურის წასვლის შემდეგ. Page Six-ის ინფორმაციით, პოსტზე მთავარი კანდიდატი არის 39 წლის ქლოია მალი, ჟურნალის ვებვერსიის ამჟამინდელი ხელმძღვანელი.

მან უკვე გადალახა რამდენიმე შესარჩევი ეტაპი და ახლა ფინალურ გასაუბრებებზე იმყოფება Condé Nast-ის ხელმძღვანელობასთან.

ცნობისთვის, ქლოია ცნობილ ოჯახში გაიზარდა. მისი მამაა ფრანგი კინორეჟისორი, ლუი მალია, დედა კი ამერიკელი მსახიობი, კენდის ბერგენი.

2011 წელს მან დაიწყო მუშაობა Condé Nast-ში, რედაქტორის პოზიციაზე და მას შემდეგ ჩართულია Vogue-ის ყველა დიდ პროექტში.

შეგახსენებთ, ივნისის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ 75 წლის ანა ვინტური, 37 წლიანი ხელმძღვანელობის შემდეგ, Vogue-ის მთავარი რედაქტორის პოსტს ტოვებს. მიუხედავად ამისა, ის Condé Nast-ში დარჩება და გააგრძელებს მუშაობას დირექტორად და გამომცემლობის მთავარ კონტენტ-კრეატორად.

ჯეფ ბეზოსი ლორენ სანჩესისთვის, საქორწინო საჩუქრის სახით, გამოცემა Vogue-ის გადაცემას გეგმავს

„გემოვნება არ აქვს“ – ანა ვინტური ჯეფ ბეზოსის საცოლეს კაბას „მეტ გალასთვის“ თავად შეურჩევს – რას ჰყვება ინსაიდერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები