LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ ტოვებს პოსტს და ვინ რჩება – დიდი გადაადგილებები მთავრობაში

36

წინასწარი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრები მინისტრთა კაბინეტს ტოვებენ. არაოფიციალური და დაუდასტურებელი ინფორმაციით, გიორგი მღებრიშვილისა და ალექსანდრე ჯეჯელავას მიერ თანამდებობების დატოვების გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

გარდა ამისა,მთავრობაში რამდენიმე სამინისტროს გაერთიანების პროცესი იწყება.

იცვლება ფინანსთა მინისტრიც. ამ თანამდებობაზე „საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელის, მამუკა ბახტაძის და დიმიტრი ქუმსიშვილის მოქმედი მოადგილის, გიორგი თაბუაშვილის კანდიდატურები განიხილება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსისთვის“ არაოფიციალურად გახდა ცნობილი.

რაც შეეხებაარსებულ მინისტრს, კულუარული ინფორმაციით, დიმიტრი ქუმსიშვილი ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროებს უხელმძღვანელებს, რომელთა გაერთიანების თაობაზეც მთავრობაში გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

არსებული ცნობით, დაგეგმილია ასევე, კულტურისა და სპორტის სამინისტროების გაერთიანებაც, რომლის ხელმძღვანელიც კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე იქნება.

სავარაუდოდ, მინისტრთა კაბინეტს დატოვებენ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა. შს მინისტრის პორტფელს, არსებული ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია ჩაიბარებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g