კომპანია Apple აშშ-ში მოქმედ ფედერალურ კანონს ემორჩილება და 13 წლამდე ბავშვებისთვის FaceID-ის გამოყენებას კრძალავს. სწორედ ეს კანონი არეგულირებს ბავშვების სოციალურ ქსელებში დარეგისტრირებასაც, რომლის თანახმად 13-წლამდე მოზარდს არ აქვს უფლება დამოუკიდებლად ისარგებლოს სოციალური ქსელით, ასევე სხვა სერვისებით, როგორიცაა: App Store და Google Play.
FaceID-ის უსაფრთხოების საკითხი ბევრ მომხმარებელს აწუხებს. რამდენიმე დღის წინ სენატორმა ელ ფრანკენმა „დემოკრატიული პარტიიდან“ „ეფლს“ ღია წერილითაც მიმართა და სთხოვა, განემარტა, თუ როგორ დაიცავს FaceID მომხმარებელთა ბიომეტრიულ მონაცემებს.
შეგახსენებთ, რომ Face ID-ი მფლობელის იდენტიფიცირების ტექნოლოგიაა, რომლის მეშვეობითაც თქვენს iPhoneX-ს თითის ანაბეჭდის ნაცვლად, ტელეფონზე დახედვით გახსნით. ახალი ტექნოლოგია წამის მცირე მონაკვეთში მოახდენს პატრონის იდენტიფიცირებას.
FaceID-ის ტექნოლოგიის პრეზენტაცია Apple-მა 12 სექტემბერს, iPhoneX-ის პრეზენტაციაზე გამართა.