LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვინ ვინ არის“ გამარჯვებული ჩელო გახდა – ვის ჰქონდა მისი ნიღაბი მორგებული

1082
ვინ ვინ არის - ირაკლი კავსაძე

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ბრიტანული შოუს ანალოგი „ვინ ვინ არის“ მესამე სეზონის ფინალური ტური გაიმართა. მეგა შოუს გამარჯვებული ჩელო გახდა, მისი ნიღაბი როგორc აღმოჩნდა, ირაკლი კავსაძეს ჰქონდა მორგებული.

მეგა შოუს „ვინ ვინ არის“ მეორე ადგილი პანდამ დაიკავა და მისი ნიღაბი ირაკლი ნოზაძეს ჰქონდა მორგებული, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი შანდალი გახდა. მისი ნიღაბი კი ნატალია ქუთათელაძეს ჰქონდა მორგებული.

ფინალისტებმა დასკვნით ეპიზოდში ორ-ორი ნომერი შეასრულეს, სამივე ფინალისტი სხვადასხვა პრიზით დაჯილდოვდა.

პროექტში ჩელოს გამარჯვებას სოციალურ ქსელში არაერთი გამოხმაურება მოჰყვა:

„ძალიან გამიხარდა ჩელომ რომ მოიგო, მით უმეტეს ასეთი მაგარი ადამიანი რომ აღმოჩნდა ნიღბის უკან“.

„რა ნიჭიერები არიან, როგორ მუშაობს გენი, ყოჩაღ, ვულოცავ“,

„საუკეთესო ფინალი იყო“, – წერენ სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, შოუს მონაწილე სუპერ ვარსკვლავებს ამ სივრცეში მანტიის და ნიღბის გარეშე გამოჩენა ეკრძალებოდათ. კოსტიუმებს პირად კარავში ირგებდნენ და სცენაზე გადიოდნენ. ნიღაბს მიღმა შესაძლოა მსახიობი, მუსიკოსი, სპორტსმენი, პოლიტიკოსი ან ნებისმიერი სხვა სფეროს წარმომადგენელი ყოფილიყო დამალული. ვოკალური მონაცემების, სამსახიობო ოსტატობისა და აზარტულობის გარდა, შოუში მოხვედრის მთავარი კრიტერიუმი მაღალი პოპულარობა იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები