LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვინც ცეცხლს ეთამაშება, დაიწვება“ – ჩინეთის პრეზიდენტი ბაიდენს აფრთხილებს

140
Untitled design (3)

ჩინეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ვინც ცეცხლს ეთამაშება, ის იწვება.

ამის შესახებ სი ძინპინმა ამერიკელ კოლეგას, ჯო ბაიდენს სატელეფონო საუბრის დროს განუცხადა.

მედიის ცნობით, 2-საათიანი საუბრის თემა ტაივანთან დაკავშირებული საკითხები იყო.

გავრცელებული ცნობით, ძინპინმა ბაიდენთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ ამერიკამ უნდა დაიცვას “ერთი ჩინეთის პრინციპი” და რომ პეკინი მკაცრად ეწინააღმდეგება ტაივანის დამოუკიდებლობას და ამ საკითხში გარე ძალების ჩარევას.

თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ აშშ კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა კუნძულის სტატუსის შესაცვლელად ნებისმიერ ცალმხრივ ნაბიჯებს.

თუმცა ბაიდენი ასევე აღნიშნავს, რომ აშშ-ის პოლიტიკა ტაივანთან დაკავშირებით არ შეცვლილა.

აღნიშნულ საკითხზე დაძაბულობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში შესაძლო ჩასვლაზე გავრცელდა ინფორმაცია.

სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ პელოსი მსგავს ვიზიტს არ გეგმავს, ჩინეთი კი აფრთხილებს აშშ-ს, “სერიოზული შედეგების” შესახებ, თუ ასეთ ვიზიტებს განაგრძობენ.

პელოსი იქნება ყველაზე მაღალი რანგის ამერიკელი პოლიტიკოსი, რომელიც გაემგზავრება ტაივანში 1997 წლის შემდეგ.

როგორც საერთაშორისო მედია წერს, ჩინეთი ტაივანს განიხილავს, როგორც სეპარატისტულ პროვინციას, რომელიც უნდა გახდეს ქვეყნის ნაწილი და არ გამორიცხა ძალის შესაძლო გამოყენება ამის მისაღწევად.

ერთი ჩინეთის პოლიტიკის მიხედვით, ვაშინგტონი დიპლომატიურად არ ცნობს ტაიბეის, მაგრამ აშშ ყიდის იარაღს დემოკრატიულად თვითმმართველ კუნძულზე, რათა მან შეძლოს თავის დაცვა”, – წერს BBC.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g