LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინც გაიკეთებს ვაქცინას, ზიარების უფლებას არ ჩამოვართმევთ, თუ ვინმესთვის ნუგეშის მომცემი იქნება პირდაპირ გავიკეთებ, არ მეშინია – მეუფე ნიკოლოზი

119
33

სინოდის სხდომის დაწყებამდე ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სხდომაზე სავარაუდოდ ვაქცინაციის თემა განიხილება.

„იმედი მაქვს, სინოდი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ვაქცინაცია, ან ვაქცინაციისგან თავის შეკავება არ შეიძლება იყოს სავალდებულო“. – აღნიშნა მიტროპოლიტმა.

როგორც მეუფე ნიკოლოზი დასძენს, ვინც კორონავირუსის ვაქცინაციას გაიკეთებს, მას “ღმერთის და ხალხის მტრად” არ გამოაცხადებს.

“რაც შეეხება დღევანდელ სინოდს, ჩემი აზრით, სავარაუდოდ, გვექნება ვაქცინაციაზე საუბარი.  ეს არ არის საღვთისმეტყველო საკითხი. ვფიქრობ, გადავწყვეტთ ისე, რომ ვინც გაიკეთებს ვაქცინას და ვინც არ გაიკეთებს, ჩვენ ზიარების უფლებას არ ჩამოვართმევთ.

ჩემთვის პირადად, ვინც გაიკეთებს ვაქცინაციას არ გამოვაცხადებთ ღმერთის და ხალხის მტრად, რომ რაღაც დანაშაული ჩაიდინა. ეს საქართველოში შექმნილი ჭორი არ არის, სხვადასხვა უცხოური წყაროებიდან ვკითხულობთ.

პირადად, მე რაც შემეხება ვაქცინაციის გაკეთებაზე, თუ რაიმე ნუგეშის მომცემი იქნება ვინმესთვის, პირდაპირ გავიკეთებ, არ მეშინია. მაგრამ, თუ ჩემი გადასაწყვეტი იქნება, მე არ გავიკეთებ, იმიტომ, რომ არასდროს არანაირი ვაქცინა არ გამიკეთებია, არ მჭირდება ჩემი ორგანიზმის თავისებურებიდან გამომდინარე. ბავშვობის შემდეგ ვაქცინა არ გამიკეთებია”,-აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.

მან ჟურნალისტებს მოუწოდა, ძალიან ფრთხილად იყვნენ ვაქცინაციასთან.

„ადამიანის ორგანიზმში შეყავთ ავადმყოფობა, თუ ექიმს შეეშალა და მეტი დოზით შეიყვანა, შეიძლება ვაქცინაცია ლეტალობით დამთავრდეს“. – ამბობს მიტროპოლიტი.

მან ასევე განაცხადა, რომ ტყუილია და საზოგადოების დაბნევას ემსახურება საკითხი, როდესაც ვრცელდება ინფორმაცია, რომ პატრიარქის გადაყენება მოხდება დღევანდელ სინოდის სხდომაზე.

4 წელი ივანიშვილისა და პატრიარქის ტყვეობაში – დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა საპატრიარქოსთან აქციას მართავს

ცნობისათვის, სინოდის სხდომის დაწყებამდე საპატრიარქოსთან დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე აქციას მართავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები