LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინც გუშინ პოზნერის ვიზიტს აპროტესტებდა, მეორე ხელით ანტისახელმწიფოებრივ კამპანიას ეწევა პარლამენტში არ შემოსვლით, რუსეთის საქმის კეთებით: ნინო წილოსანი

58
ნინო-წილოსანი

“ქართული ოცნების” დეპუტატის, ნინო წილოსანის განცხადებით, სასტუმროში ტურისტების ყოფნა აკრძალული არაა და ძალიან არასერიოზულია განცხადებები მხოლოდ ვიდეო კადრებით აკეთო.

ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერისა და მისი სტუმრების საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით შეფასებისას განაცხადა. 

“სამწუხაროდ, დეტალურად არ ვიცი, რამდენად ჰქონდათ მათ საშვები, საერთოდ ჰქონდათ თუ არა და დროის რა მონაკვეთში გადაადგილდებოდნენ. ძალიან არასერიოზულია განცხადებები მხოლოდ ვიდეო კადრებით აკეთო, არ მაქვს ინფორმაცია დროის რა მონაკვეთში იყვნენ ისინი გადაადგილების პროცესში, აქედან გამომდინარე, ამაზე დეტალურ ინფორმაციას აღმასრულებელი ხელისუფლება მოგცემთ და ალბათ, იქნება დასაბუთება,”- განაცხადა დეპუტატმა და დასძინა, რომ “პრინციპში, სასტუმროში ტურისტების ყოფნა აკრძალული არ არის.

მისი თქმით, გარდა ამისა, შრომის ინსპექციამ თავშეყრისთვის ობიექტი დააჯარიმა, რადგან 9 საათის შემდგომ ასეთი თავშეყრები აკრძალულია.

როგორც წილოსანმა განაცხადა, მთავარია ქვეყანა იყოს ეკონომიკურად ძლიერი და რაც მთავარია, პოლიტიკური სტაბილურობა გვქონდეს.

“ის ადამიანები, რომლებიც გუშინ პოზნერის ვიზიტს აპროტესტებდნენ, მეორე ხელით ანტისახელმწიფოებრივ კამპანიას ეწევიან პარლამენტში არ შემოსვლით, რუსეთის საქმის კეთებით,” – აღნიშნა დეპუტატმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g