LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვინც მხოლოდ პასუხზე “ბრაზდება”, “ტრენდს” აყოლილი ბნელი სექტის ნაწილია” – მამუკა მდინარაძის მორიგი მხარდამჭერი კომენტარი კობახიძისადმი

115
მდინარაძეკობახიძე

„მთავარი არხის“ ჟურნალისტის მიმართ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეურაცხმყოფელ მიმართვაზე პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე მორიგ შეფასებას აქვეყნებს.

ვინც მხოლოდ პასუხზე “ბრაზდება”, ის “ტრენდს” აყოლილი ბნელი სექტის ნაწილია – წერს მდინარაძე მას შემდეგ რაც, მას კობახიძის გამამართლებელი კომენტარი ჟურნალისტებთან უკვე გაკეთებული ჰქონდა.

“კაგებეს” აგენტის შვილი არ ხართო? ეს ეროვნული მოძრაობის აქტიური წევრის შვილს კი არა, არავის შვილს და არავის უნდა ჰკითხო საერთოდ, არასდროს, არც ერთ შვილს, ვინც არ უნდა იყოს ის, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი თუ სხვა.
უზრდელობის, უტიფრობის, მავნებლობის და უბინძურესი შეურაცხყოფის გარდა, უდიდესი სიბნელეა ამავდროულად.

და თუ მაინც ასეთის მკადრებელი ხარ, პასუხი არ უნდა გაგიკვირდეს!

ვინც მხოლოდ პასუხზე “ბრაზდება”, ის “ტრენდს” აყოლილი ბნელი სექტის ნაწილია, რომელიც, საბედნიეროდ, ჩვენი საზოგადოების მცირე ნაწილს წარმოადგენს”, – წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში.

ირაკლი კობახიძემ მთავარი არხის ჟურნალისტ ნატალი ჯახუტაშვილს კითხვის დასმის დროს შეურაცხყოფა მიაყენა.

ვიდეო – „შენ ხარ არახამია, როგორც ის არ არის კაცი, ასევე, შენ არ ხარ ქალი. ქალის სახე დაკარგე და პირი მოიწმინდე“: კობახიძე „მთავარი არხის“ ჟურნალისტს

ვიდეო: პირდაპირ პირად შეურაცხყოფაზე გადმოვიდა…კობახიძე ჩემმა კრიტიკულმა კითხვებმა გააღიზიანა – ნატალი ჯახუტაშვილი ირაკლი კობახიძის თავდასხმაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g