LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინც პატრიარქს შარშან აუგად მოიხსენიებდა, იქნებ, დასკვნები გააკეთონ – თავად რა გაუკეთებიათ?! – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

116
ჯაგმაიძეეეე

ვინც პატრიარქს შარშან აუგად მოიხსენიებდა, იქნებ, დასკვნები გააკეთონ – თავად რა გაუკეთებიათ იმის ფასი, რომ თავის თავს მსგავსის უფლება მისცენ, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გადაცემაში „ნოესთან“ განაცხადა.

მისი თქმით, ახლოვდება წლისთავი იმ ამბიდან, როდესაც რუსთაველზე შეკრებილთა ნაწილი აცხადებდა, რომ პატრიარქი კრიმინალია და პასუხისმგებელია ყველა იმ უბედურებაზე, რაც საქართველოში ტრიალებს. ჯაღმაიძის განცხადებით, ამ ადამიანებს ერთი წლის შემდეგ გაეცათ პასუხი, რომ პატრიარქი ისეთ რამეს ამზადებდა, რომელმაც „მთელი ევროპა ფეხზე დააყენა“.

დეკანოზმა ყველას მიულოცა წარმატება, რომელიც ვატიკანში სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდს ხვდა წილად.

„ვიცით ჩვენ, ექვთიმე კერესელიძის შრომის შესახებ, რის ფასად შეინარჩუნა მან საგალობლები. გარდა იმისა, რომ ნოტებზე გვაქვს ეს ყველაფერი, შეიქმნა გუნდი, რომელიც ისე ასრულებს ამას, რომ ევროპის კულტურის საპირწონედ, ნებისმიერ სასწორზე, პინაზე შეგიძლია დადო და უთხრა, რომ ჩვენ ისეთი რამ გვაქვს, რომლის გარეშეც მსოფლიო კულტურა წარმოუდგენელია. ისევ მინდა, დავუბრუნდე იმას, ვინც პატრიარქს შარშან აუგად მოიხსენიებდა, რომ იქნებ, დასკვნები გააკეთონ. თავად რა გაუკეთებიათ იმის ფასი, რომ თავის თავს მსგავსის უფლება მისცენ“, – აღნიშნა ჯაღმაიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g