LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინმემ აუხსნას ვაშაძეს, რომ ამნისტიას აცხადებს პარლამენტი და არა პრეზიდენტი – დოლიძე

143

“ვინმემ აუხსნას ვაშაძეს, რომ ამნისტიას აცხადებს პარლამენტი და არა პრეზიდენტი”- ასე ეხმაურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე  პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის განცხადებას.

“აუხსნას ვინმემ ამ კაცს ის, რაც ისწავლება იურიდიული ფაკულტეტის 1 კურსზე: შეწყალებას ახორციელებს პრეზიდენტი ინდივიდუალურად, თითო პატიმრის მომართვის საფუძველზე, ხოლი ამნისტიას აცხადებს პარლამენტი. შესაბამისად, მან რომ გაიმარჯვოს ამნისტიას ვერ გამოაცხადებს, ვინაიდან პარლამემტი დარჩება “ქართული ოცნების” უმრავლესობის ხელში. ამიტომ სანამ ხალხს შეიყვანთ შეცდომაში იურისტებს დაეკითხეთ”, – წერს დოლიძე სოციალურ ქსელში.

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის თქმით, მისი გამარჯვების შემთხვევაში ამნისტია გამოცხადდება პირებზე, რომლებიც ნარკოტიკების შეძენა-შენახვისათვის და მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარებისთვის იხდიან სასჯელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები