LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვინმეს გჯერათ, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი შეგვიყვანს ევროპაში?“ – ოპოზიციის ნაწილი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონს „აბსურდულს“ უწოდებს

66
Untitled design (3)

„ვინმეს გჯერათ, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი შეგვიყვანს ევროპაში? სადამდე უნდა დაეცეს პარლამენტის წევრების რანგი, როცა „კლოუნებივით“ თეთრზე შავს იძახიან“, – ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს.

მისი განმარტებით, „რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს ფარსია“.

პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

ელისაშვილი: დეოლიგარქიზაციის კანონი ბუმერანგია, რომელიც ოპოზიციის ნაწილმა ივანიშვილს დაუმიზნა და ხაზარაძეს და დანარჩენებს ხვდება

„ევროპარლამენტის რეზოლუციაში, ევროპარლამენტარების, ჩვენი ევროპელი მეგობრების, პარტნიორების წერილებს იღებს ახლა უკვე პირადად პრემიერ-მინისტრი. ჩვენ დავაინიცირეთ ეს პროცესი, რომ კარგად გაიგონ, მათი ტყუილი და თაღლითობა ვერ გაჭრის და არც გაჭრის. ამას ევროპა არ მიიღებს. ამ ადამიანებს ჰგონიათ, რომ ევროპელები, ჩვენი პარტნიორები გიჟები არიან ან წაკითხვა არ შეუძლიათ, შინაარსის გამოტანა არ შეუძლიათ თუ რა?! ამიტომაც, მე მინდა საზოგადოებას ვუთხრა, ვინმეს გჯერათ ახლა, რომ ეს კანონი, რაც მათ მიიღეს, შეგვიყვანს ევროპაში? ვინმე ადეკვატური ადამიანი არის საქართველოში, რომელიც მეტყვის, რომ დეოლიგარქიზაციის ეს კანონი არის გზა ევროპისკენ? მომიყვანეთ ერთი ადამიანი, ვინც ამას საღი აზრით იტყვის. მე ყველაზე მეტად გული მწყდება იმაზე, რომ სადამდე უნდა დაეცეს პარლამენტის წევრების რანგი, რომ ამ „კლოუნადაში“ გამოდიან და ჩვეულებრივი „კლოუნებივით“ თეთრზე შავს იძახიან. აი, ესაა რეალობა“, – აღნიშნა ვაშაძემ.

პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ „ეს არის არა დეოლიგარქიზაციის, არამედ ოლიგარქიზაციის გამყარების კანონი, რომელიც გულისხმობს ივანიშვილის ძალაუფლების გამყარებას და ოპონენტების დევნას“. მისივე თქმით, „კანონპროექტი აბსურდულია“.

„ევროპული პერსპექტივის თვალსაზრისით ეს [დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი] აბსოლუტური აბსურდი და უკან გადადგმული ნაბიჯია. ასეთია ევროპის პოზიციაც. აბსოლუტური ილუზიაა, რომ ამას ვინმე დეოლიგარქიზაციის ნაბიჯად ჩათვლის. ამაში გასაკვირი არაფერია – უნდა გვესმოდეს, რომ „ქართული ოცნება“ არაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ევროპაში შევიდეთ. ამიტომაა საჭირო ერთობა, რომ რეალური დეოლიგარქიზაცია მოვახდინოთ“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

პოპულარულები