კალიფორნიაში 5 ძალიან რარიტეტული Cadillac იყიდება და კოლექციის ღირებულება 155 000 დოლარია. ვინტაჟური მოდელები 1954–1960 წლებშია გამოშვებული და მათ შორისაა ასევე 1976 წლის ლეგენდარული მოდელი Eldorado. ხუთივე ავტომობილი ერთ მთლიანობას წარმოადგენს და მათი ცალ–ცალკე ყიდვა შეუძლებელია.
კოლექცია თეთრი და შავი კაბრიოლეტის, ასევე ცისფერი, წითელი და ექვსკარიანი ვერცხლისფერი კაბრიოლეტისგან შედგება. გამყიდველის ინფორმაციით, ავტომობილების გარბენი 70 ათასიდან 180 ათას კილომეტრამდე ლავირებს. მიუხედავად ძალიან კარგი ვიზუალისა, მათ უმრავლესობას სერიოზული რემონტი ესაჭიროება.
მაგალითად, თეთრ კაბრიოლეტს საწვავის ავზი აქვს გამოსაცვლელი, ვერცხლისფერს კი სამუხრუჭე სისტემა არ უვარგა.
ასე რომ ახალი მფლობელი დამატებითი ფინანსური ხარჯისთვისაც მზად უნდა იყოს.