„ჯო უილსონს ვეტყოდი, რომ თავის ქვეყანას და თავის საქმეს მიხედოს. სხვის ქვეყანაში ამ დოზით ჩარევა, მოგწონთ?“ – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა და PosTV-ის მფლობელმა, ვიქტორ ჯაფარიძემ ტელეკომპანია „ფორმულასთან“ სატელეფონო საუბარში განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით ჯაფარიძე „MEGOBARI აქტის“ მიღებას გამოეხმაურა:
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „MEGOBAR აქტს“ მხარი დაუჭირა
კანონპროექტი 349 ხმით მიიღეს. ახლა ის აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს.
„ჯო უილსონისნაირი მექრთამეებისგან არაფერს არ ველოდები…
მთავარი სტრატეგიული პარტნიორი არის ჩვენი ქართველი ხალხი.
ჯო უილსონს ვეტყოდი, რომ თავის ქვეყანას და თავის საქმეს მიხედოს.
სხვის ქვეყანაში ამ დოზით ჩარევა, მოგწონთ?
ვერ ამოვხსენი [რატომ ვარ დასასანქცირებელთა სიაში].
დამოუკიდებელ ქვეყანაში პარლამენტის წევრმა კანონს მხარი დავუჭირე, ამისთვის დამასანქცირონ, ეგ არის დემოკრატია?
ეგ არის უილსონისებური დემოკრატია, ალბათ…“ – განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ „ფორმულასთან“.
თინა ბოკუჩავა: „MEGOBARI აქტის“ მიღება არის ძალიან მკაცრი გაფრთხილება ივანიშვილისთვის – ის ან დათმობს ხელისუფლებას, ან მიიღებს უმძიმეს სანქციებს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისგან“
„ფინანსური სანქციის ქვეშ ასევე მოჰყვებიან მისი გარემოცვის წევრები, პროპაგანდისტები და კორუმპირებული ბიზნესი, ე.წ. ფინანსური ელიტა, რომელზეც დგას მისი რუსული დანაშაულებრივი რეჟიმი“