LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიქტორ ორბანი: „ირაკლი კობახიძე არის გმირი, რომელმაც მოიგო არჩევნები, დაამარცხა ყველა, ქვეყანაში მოიტანა უმსხვილესი ეკონომიკური ზრდა და თავი არ დაუხარა ბრიუსელს“

125
ვიქტორ ორბანი

„საქართველოს გმირი, საერთაშორისო პარტნიორი, ადამიანი, რომელმაც მოიგო არჩევნები, არის ირაკლი კობახიძე“, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პირველი არხის სინქრონული თარგმანის თანახმად, ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძემ საქართველოში მოიტანა უმსხვილესი ეკონომიკური ზრდა და თავი არ დაუხარა ბრიუსელს.

„საქართველოს გმირი, საერთაშორისო პატრიოტი, ადამიანი, რომელმაც მოიგო არჩევნები, არის ირაკლი კობახიძე. ლიბერალური მოძრაობების წინააღმდეგ წავიდა და დაამარცხა ყველა. ქვეყანაში მოიტანა უმსხვილესი ეკონომიკური ზრდა. მისი ქვეყნის 20% არის „რუსული დათვის“ მიერ წაღებული, მაგრამ ბრიუსელს არ დაუხარა თავი, გახდა ახალი დიდი ბრიტანეთი, გახდა ძლიერი და წარმატებული ლიდერი თავის ქვეყანაში”“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

magti 5g