LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიქტორ ორბანი: კიევში ვიყავი, ახლა მოსკოვში ვარ, პოზიციები შორს არის ერთმანეთისგან, მრავალი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო ომის დასრულებასთან მიახლოების მიზნით, გავაგრძელებ ამ მიმართულებით მუშაობას

129
ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მოსკოვში ჩავიდა.

ორბანმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ გააგრძელებს მუშაობას რუსეთთან და უკრაინასთან მშვიდობის მისაღწევად.

„კიევში ვიყავი, ახლა მოსკოვში ვარ, გამოცდილებიდან მივხვდი, რომ პოზიციები ძალიან შორს არის ერთმანეთისგან. საჭიროა მრავალი ნაბიჯი, რომლებიც უნდა გადაიდგას ომის დასრულებასთან მიახლოების მიზნით, თუმცა ჩვენ გადავდგით ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი – დავამყარეთ კონტაქტი. გავაგრძელებ ამ მიმართულებით მუშაობას“, – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g