LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიქტორ ორბანი: უნგრეთსა და საქართველოს ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ

112
ვიქტორ ორბანი

უნგრეთსა და საქართველოს ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი სოციალურ პლატფორმა X-ზე ანტალიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ წერს.

„ვიქტორ ორბანთან საუბრისას კიდევ ერთხელ დავადასტურეთ მზადყოფნა, განვამტკიცოთ პარტნიორობა, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას“ – ირაკლი კობახიძე

„უნგრეთსა და საქართველოს ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ, რომელიც დაფუძნებულია ჩვენს საერთო კულტურულ და ქრისტიანულ მემკვიდრეობაზე. ჩვენი თანამშრომლობა ენერგეტიკული დივერსიფიკაციისა და რეგიონული სტაბილურობის მიმართულებით კვლავ ღრმავდება. ვაფასებთ საქართველოსთან ჩვენს მეგობრობას და თანამშრომლობის გაძლიერების ერთგულები ვრჩებით“, – წერს ვიქტორ ორბანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g