ცნობილი ქართველი კალათბურთელი, საქართველოს ნაკრების წევრი, ვიქტორ სანიკიძე, დაინიშნა. მას ცოლად მაიკო ბიწაძე მოჰყავს.
მაიკომ ნიშნობის ბეჭედი სოციალურ ქსელში ახლახან გამოაქვეყნა და ამ ფოტოზე ვიქტორ სანიკიძე მონიშნა.
წყვილი უკვე საკმაო ხანია, ერთად არის და საზოგადოებამაც იცის მათი სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ, რადგან ერთად უამრავი ფოტო აქვთ გამოქვეყნებული სოცქსელში.
ვიქტორი დიდხანს ერთ-ერთ სასურველ სასიძოდ მიიჩნეოდა და ქართველ კალათბურთელებს შორის უმცირესობაში იყო, ვინც დაქორწინებული არაა.