LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიქტორია ბეკჰემი „ვოგის“ გარეკანზე საკუთარი ბრენდის კაბაში პოზირებს (ფოტო)

663
vctrbckhm-nwswss

ვიქტორია ბეკჰემმა თავისი შესაძლებლობები ამჯერად მოდელის ამპლუაში, ჟურნალის გარეკანზე მოსინჯა. ბრიტანელი მუსიკოსი და დიზაინერი ბერძნული „ვოგის“ გარეკანის გმირი გახდა. გლამურული ფოტოების ავტორი ბრიტანელი ფოტოგრაფი ალექს ლუბომირსკია.

ახალი ნომრის გარეკანზე ვიქტორია საკუთარი ბრენდის საგაზაფხულო კოლექციიდან შერჩეული გოფრირებული კაბით პოზირებს. ეს კოლექცია ცოტა ხნის წინ დიზაინერმა ლონდონის მოდის კვირეულზე აჩვენა.

„თუ ცხოვრება თანამედორვეობაა, მაშინ ვიქტორია ბექჰემი ჩემპიონია. ქალი, რომელიც ყოველღე ახალ გამოწვევებს ამარცხებს და ახალ საფეხურზე ადის. შემოქმედებითი აზროვნება, რომელმაც ყველაზე მოდური ბრენდი შექმნა, მუსიკის ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი პოპ ბენდის წევრი, პოპულარული ფეხბურთელის მეუღლე და ოთხი შვილის დედა“  – ასე წარადგინა ჟურნალის რედაქტორმა ვიქტორია ახალი ნომრის გარეკანზე.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g