ვიქტორია ბექჰემი გერმანული ,,ვოგის” აგვისტოს ნომრის სახეა. ინგლისელი ლამაზმანის ფოტოები საიუბილეო გამოცემის ფურცლებზე დაიბეჭდება. ჟურნალი წელს 40 წლის იუბილეს აღნიშნავს.
შავ-თეთრ სურათებზე, რომლებიც კრის კოლსმა გადაიღო, 45 წლის ვარსკვლავი ტანსაცმლის საკუთარი ბრენდის – Victoria Beckham 2019 წლის შემოდგომა-ზამთრის ლუქებით პოზირებს.