„პარიზის მოდის კვირეულის“ ფარგლებში ვიქტორია ბექჰემის, 2025 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ჩვენება გაიმართა. წარმატებული დიზაინერის გასამხნევებლად საოცრად შთამბეჭდავ ჩვენებაზე მისი ოჯახი არასრული შემადგენლობით იყო წარმოდგენილი. მასთან ერთად იყვნენ დევიდი, ჰარპერი, რომეო და კრუზი, თავიანთი შეყვარებულებით, თუმცა, ჩვენებას არ დასწრებიან ბრუკლინი და მისი მეუღლე ნიკოლა პელტცი.
ფოტო/ვიდეო: მისტერ და მისის ბექჰემები სამეფო ბანკეტზე კატარში
აღსანიშნავია, რომ ვიქტორიას ჩვენებაში მონაწილეობა მიიღო ქართველმა მოდელმა, მატილდა გვარლიანმა. შეგახსენებთ, რომ ეს მათი კოლაბორაციის პირველი შემთხვევა არ გახლდათ, გასულ თვეს ბექჰემმა თავის „ინსტაგრამზე“ მოდელის ფოტოები გაავრცელა.
მორიგი ტრიუმფი და სასწაული ფოტოები – მატილდა გვარლიანის შეცვლილი იმიჯი Harper’s BAZAAR – თვის
