ლონდონის მოდის კვირეულის ფარგლებში ვიქტორია ბექჰემმა ახალი კოლექცია ცოტა ხნის წინ წარადგინა. ამჯერად კი 44 წლის დიზაინერი საკუთარი მაღაზიის შესასვლელთან გამოჩნდა, სადაც მას ამერიკული „ვოგის“ რედაქტორი ანა ვინტური ახლდა. ვიქტორია ბრწყინავდა საკუთარი ბრენდის კაბით. 2450 ევროს ღირებულების კაბა ლეოპარდის პრინტით ვიქტორიას ცისფერ მაღალქუსლიან ფეხსაცემლთან და ამავე ფერის კლატჩთან ჰქონდა შეხამებული.
ყვავილოვანი პრინტის კაბაზე გააკეთა აქცენტი ანა ვინტურმა. ანსამბლს კი ტყავის პლაში და მაღალყელიანი ჩექმა შეუხამა.




