ვარსკვლავების ბავშვობის თუ უცნობ ფოტოებს არც თუ ისე იშვიათად ვაწყდებით, ამჯერად, მედიის ყურადღება ვიქტორია ბექჰემის მიერ გამოქვეყნებულმა ფოტოებმა მიიპყრო.
43 წლის ვარსკვლავმა სოციალურ ქსელში საკუთარი ბავშვობის ფოტოები გამოაქვეყნა. საოჯახო ფოტო არქივში მისი მშობლები – ჟაკლინი და ენტონი ადამსები არიან აღბეჭდილი. ფოტოზეა თავად ვიქტორიაც,რომელიც სულ რამდენიმე თვის არის. ამ ფორმით ვიქტორიამ დედას დაბადების დღე მიულოცა.
დაბადების დღეს გილოცავ დედა! ჩვენ შენ ძალიან გვიყვარხარ! – წერს ვიქტორია ბექჰემი