ამიერიდან, ვიქტორია ბექჰემი ტანსაცმელს არამარტო გამხდარი, არამედ სრული ქალებისთვისაც შექმნის. ამ თამამი იდეის განხორიცელება მან კომპანია Target-თან ერთად გადაწყვიტა. ვიქტორიას კოლექცია XXXL ზომამდე იქნება და ამ ეტაპზე ის მხოლოდ ამერიკული ბაზრისთვის არის განკუთვნილი. იმ შემთხვევაში თუ ჩანაფიქრი გაამართლებს, 42 წლის დიზაინერის ნაწარმი დიდ ბრიტანეთშიც გამოჩნდება.
უკვე ცნობილია, რომ ტანსაცმელი გაყიდვაში აპრილის დასაწყისიდან გამოვა და მისი ღირებულება 6-დან 70 დოლარამდე იქნება.