ვიქტორია ბექჰემი ამჯერად პარფიუმერული სამყაროს მწვერვალების დაპყრობას ეცდება. 44 წლის დიზაინერმა სახის მკვებავი საცხი გამოუშვა, რომლის ღირებულებაც 1544 ამერიკული დოლარია და რომელიც ვიქტორია ბექჰემის სისხლის ფორმულის მიხედვით არის დამზადებული. ახალი ფორმულა ვიქტორიას პირადმა ექიმმა, ბარბარა სტერმა შექმნა და ის მგრძნობიარე და გაღიზიანებული კანისთვის არის განკუთვნილი.
როგორც საცხის შემქმნელები აცხადებენ, პარფიუმს სამკურნალო დანიშნულებაც ექნება და ის გამონაყარისა და გაღიზიანებული კანის სამკურნალოდ უებარია. ვიქტორიამ სოციალურ ქსელში ფოტოც გამოაქვეყნა, სადაც ის ხალათით პოზირებს და სახეზე სწორედ ახალ საცხსს ისვამს.