LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვიქტორია განადგურებულია და სასოწარკვეთილი ულაიქებს პოსტებს, დევიდისთვის კი განსაკუთრებულად მტკივნეულია, რადგან…“ – ოჯახთან დაახლოებული პირი ბექჰემების დრამასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთეს

3253
page

გუშინ, სამწლიანი ქორწინების შემდეგ, ბრუკლინ ბექჰემმა და ნიკოლა პელტცმა ხელახლა „იქორწინეს“ და ღია ცის ქვეშ გამართულ ცერემონიაზე საქორწილო ფიცი კიდევ ერთხელ დადეს. გრანდიოზულ ცერემონიალზე არ იმყოფებოდნენ ბრუკლინის მშობლები და და-ძმა.

ბრუკლინ და ნიკოლა პელტცებმა ხელმეორედ იქორწინეს და ცერემონიალზე ბექჰემები არ დაპატიჟეს – წყვილი ფოტოების სერიას ავრცელებს

მიუხედავად იმისა, რომ ბრუკლინის მშობლები, დევიდ და ვიქტორია ბექჰემები სიმშვიდეს ინარჩუნებენ და არაფერს იმჩნევენ, მედიაში ოჯახთან დაახლოებული პირის ინფორმაციით, ვიქტორია განადგურებულია და დარდისგან აღარ იცის რა გააკეთოს. ბოლო დღეების განმავლობაში ის თავისი უფროსი ვაჟის ყველა „ინსტაგრამ“ პოსტს იწონებდა, თუმცა ამ დროისთვის ქორწილის ფოტოებზე ბრუკლინის არცერთი ოჯახის წევრის რეაქცია არ შეინიშნება.

„დევიდისა და ვიქტორიასთვის ეს ბოლო წერტილი იყო. დევიდისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია ყოველივე ეს, რადგან ნიკოლას მამამ, ნელსონ პელტცმა ასეთი მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ცერემონიაზე. ეს უკვე თამაშს აღარ ჰგავს. ეს სასტიკი და მტკივნეული გადაწყვეტილებაა ბრუკლინის მხრიდან. ოჯახი ისე გრძნობს თავს, თითქოს თავისი ძვირფასი შვილი დაკარგა და გამოსავალი აღარ არსებობს“, – განუცხადა წყარომ გამოცემა The Sun-ს.

„ნიკოლა პელტცის საბოლოო ტრიუმფი და მზერა, რომელიც ყველაფერს ამბობს“ – პატარძალმა ქორწილში დედის ვინტაჟური კაბა მოირგო

დევიდ და ვიქტორია ბექჰემების პასუხი „უძღებ შვილს“, რომელმაც ისინი ქორწილში არ დაპატიჟა – წყვილი ფოტოებს ავრცელებს

უთხრა წყარომ The Sun

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები