ნიუ-იორკში, „ლინკოლნ ცენტრში“ TIME 100-ის გალა-კონცერტი გაიმართა. წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა 56 წლის მსახიობი, სელმა ჰაიეკი, რომელმაც გამორჩეულად ელეგანტური კაბით ყველას ყურადღება მიიპყრო.
ამ დღეს მას „გუჩის“, ცისფერი, ატლასის გრძელი კაბა ამშვენებდა, რომელიც შავი მაქმანებით იყო მორთული. მოგვიანებით მსახიობმა „ინსტაგრამზე“ არაერთ შთამბეჭდავი ვიდეო გაავრცელა.
„ვიქტორიანული ეპოქა დააბრუნა“, „ასეთი მშვენიერი კაბა არასდროს მინახავს“, – წერენ აღფრთოვანებული გამომწერები.
56 წლის სელმა ჰაიეკი „ალექსანდრე მაკქუინის“ ტანზე მომდგარ ტყავის სექსუალურ კაბაში